|
2015-02-17 19:05:24, 625 ნახვა
პოლიტიკა
ნულანდი: მთავრობას მოვუწოდებთ, მომავლისკენ იყოს ორიენტირებული
„მთავრობას მოვუწოდებთ, მომავლისკენ იყოს ორიენტირებული“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნულანდმა ქართველ ხალხს მოუწოდა, ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდონ და ევროპისკენ ერთად იარონ. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში კვლავ ვიმყოფები. ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ, ჩვენი მხარდაჭერა დავაფიქსიროთ, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი თქვენს გვერდში ყოფნა, ვაღიაროთ საქართველოს სუვერენული ტერიტორიები და ნატო-სკენ სვლა. მე დღეს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შევხვდი. შეხვედრებზე უამრავი საკითხები განვიხილეთ, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოება და ეკონომიკური წინსვლა. ჩვენთვის იმედის მომცემია, რომ მთავრობამ გააგრძელოს რეფორმები პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინიტროში. მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების პროცესი. მთავრობას მოვუწოდებთ მომავლისკენ იყოს ორიენტირებული და უზრუნველყოს გაუმჯობესებული ეკონომიკა ხალხისთვის. თქვენ, ხალხი უნდა დადგეთ ერთად, ხელი ხელს უნდა ჩაკიდოთ და ევროპის გზაზე უნდა იაროთ“, - განაცხადა ნულანდმა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)