04:06 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 13:10:47, 2131 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევზე განხორციელებული დარტყმა მსოფლიოსთვის იმის შეხსენებაა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს

კიევზე განხორციელებული დარტყმა მსოფლიოსთვის იმის შეხსენებას წარმოადგენს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის სოლომენსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე 17 ივნისს რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ამ საზარელმა თავდასხმამ, რომელიც შუაღამისას განხორციელდა, 23 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინა „ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს“.

„ეს დარტყმა მსოფლიოსთვის შეხსენებაა იმისა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს და მკვლელობას ირჩევს. მადლიერი ვარ ჩვენი ყველა პარტნიორის, რომლებიც ხვდებიან, რომ უკრაინა ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მზადაა მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს, რათა მათ ამ ომის ნამდვილი ფასი იგრძნონ“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics