|
2025-06-18 17:50:47, 1486 ნახვა
საზოგადოება
ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩო აღნიშნავს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საზღვრის გადაკვეთისთვის საჭიროა სპეციალური ნებართვა, რომლის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ ირანში საქართველოს საელჩოს „ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. საელჩოს თანამშრომლები მუდმივ კომუნიკაციაში არიან ირანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. საელჩო ასევე კოორდინაციაშია შესაბამის უწყებებთან და ახდენს უსაფრთხოების გარემოს მონიტორინგს. ამ დროისთვის, საელჩოს თანამშრომლებმა ირანში მცხოვრებ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს გაუწიეს სატელეფონო და სხვა ტიპის კონსულტაცია თუ დახმარება. ირანის ისლამური რესპუბლიკის დატოვება შესაძლებელია სახმელეთო გზით აზერბაიჯანის რესპუბლიკის (ასტარა), სომხეთის (ნორდუზი), თურქეთის (ბაზარგანი) და თურქმენეთის (ბაჯგირანი) გავლით. საყურადღებოა, რომ აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საზღვრის გადაკვეთისთვის საჭიროა სპეციალური ნებართვა, რომლის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ ირანში საქართველოს საელჩოს. რეკომენდებულია, ირანის დატოვების სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების კოორდინაცია საქართველოს საელჩოსთან, რათა უსაფრთხოების რისკები გამოირიცხოს. საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებია: +995 595 31 16 61; +98 912 075 83 97; +98 935 211 02 74“, – ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)