|
2016-03-18 18:12:55, 485 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტით იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში „Chatham House“ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ორდღიან ფორუმს „უსაფრთხოება და თავდაცვა ევროპაში“ სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები და მკვლევარები ესწრებიან. ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ანალიტიკურ ცენტრში „Gatehouse” მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრასაც დაესწრო, სადაც თანამედროვე გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრაც. თინათინ ხიდაშელს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობისა და ინვესტიციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის დირექტორის თანაშემწე ენდრიუ ვიტფილდი უმასპინძლებს. შეხვედრაზე საქართველოსა და ბრიტანეთს შორის სამხედრო ინდუსტრიის კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)