21:28 - 08 May, 2026
|
2025-06-18 11:52:30, 491 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - თეირანს ტორნადომ გადაუარა
ასე ეცემა დიქტატორული რეჟიმები, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი X-ზე წერს. „თეირანს ტორნადომ გადაუარა. ძალაუფლების სიმბოლოები იბომბება და იშლება, მათ შორის, მაუწყებლობის ორგანო და ძალიან მალე სხვა სამიზნე ობიექტები, ხოლო მოსახლეობა გარბის. ასე ეცემა დიქტატურები“, - წერს ისრაელის თავდაცვის მინისტრი. ცნობისთვის, დღეს გამთენიისას, ისრაელმა 50-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავით ირანის ცენტრიფუგებისა და რაკეტების წარმოების ობიექტებზე დარტყმები განახორციელა. „საჰაერო ძალების 50-ზე მეტმა გამანადგურებელმა, დაზვერვის დეპარტამენტის ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით, ბოლო საათებში თეირანის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელა“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)