22:29 - 08 May, 2026
|
2025-06-17 14:00:16, 752 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან ისრაელის ტანკების მიერ გახსნილ ცეცხლს 51 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან ისრაელის ტანკების მიერ გახსნილ ცეცხლს 51 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ისრაელის ტანკებმა ხან იუნისში ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც ადგილობრივები ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებს ელოდებოდნენ. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალებს შემთხვევის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)