22:58 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-17 11:03:03, 852 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის ლიკვიდაცია განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის შეიარაღებული ძალების ომის პერიოდის შტაბის უფროსის, ალი შადმანის ლიკვიდაცია განახორციელეს.

„მეორედ ხუთი დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ომის პერიოდში მოქმედი შტაბის უფროსი, რეჟიმის უმაღლესი სამხედრო მეთაური გაანადგურა. ზუსტი სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, თეირანის ცენტრში, ისრაელის საჰაერო ძალების დარტყმის შედეგად, მოკლულია ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირი და ხამენეის უახლოესი სამხედრო მრჩეველი, ალი შადმანი“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ცნობისთვის, ალი შადმანიმ ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. მან გენერალ-მაიორი გოლამ ალი რაშიდი ჩაანაცვლა, რომელიც პარასკევს ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული იერიშის დროს დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics