23:36 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-16 10:16:28, 838 ნახვა

მსოფლიო
ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა

ბლეიზ მეტრეველი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა, პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.

მეტრეველი თანამდებობას ოფიციალურად ოქტომბერში დაიკავებს, როცა სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელი, რიჩარდ მური, ხუთწლიანი ვადის შემდეგ თანამდებობას დატოვებს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა, ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას "ისტორიული" უწოდა იმ ფონზე, როცა ქვეყანა "უპრეცედენტო მასშტაბების" მქონე საფრთხეების წინაშე იმყოფება.

გამოცემა Financial Times წერს, რომ ბლეიზ მეტრეველის გვარი ქართულია, რაც "მის აღმოსავლეთ ევროპულ მემკვიდრეობას" ასახავს. ამას გარდა, მეტრეველის კოლეგები აღნიშნავენ, რომ იგი შესანიშნავად ფლობას არაბულ ენას და მას სიღრმისეული გამოცდილება აქვს მიღებული ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის კონფლიქტის ზონებშიც.

ამასთან, გამოცემის ცნობით, დაზვერვაში 26-წლიანი კარიერის განმავლობაში, მეტრეველი გაერთიანებული სამეფოს შიდა სადაზვერვო სააგენტოშიც მუშაობდა და "K" დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაც ეკავა. აღნიშნული დეპარტამენტი აკონტროლებს ბრიტანეთისკენ წამოსულ საფრთხეებს ისეთი "მტრული ქვეყნებიდან", როგორებიცაა რუსეთი, ირანი და ჩინეთი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics