|
2015-02-17 18:49:45, 673 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: სურკოვის თუ სხვა ოფიციალური პირის ვიზიტი სოხუმში, სამართლებრივად ვერაფერს ცვლის
"ვლადისლავ სურკოვის, თუ სხვა ოფიციალური პირის ვიზიტი სოხუმში, სამართლებრივი თვალსაზრისით ვერაფერს ცვლის",-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც, რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს. აბაშიძის თქმით, საქართველოსა და აფხაზეთს შორის არანაირ საზღვარს არ აღიარებენ. "აფხაზეთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული პრობლემატიკა განიხილება ჟენევის ფორმატში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია ასეთი მწვავე და დელიკატური თემების განსახილველად. ვფიქრობ, რომ სურკოვის, თუ სხვა ოფიციალური პირის ვიზიტი სოხუმში ვერაფერს ცვლის სამართლებრივი თვალსაზრისით. ჩვენ არანაირ საზღვარს არ ვაღიარებთ საქართველოსა და აფხაზეთს შორის, თუ არა ადმინისტრაციულ საზღვარს. საქართველოს საზღვარი საერთაშორისოდ აღიარებულია იქ, სადაც არის. ასეთია ჩვენი მიდგომა. მოსკოვში კარგად იციან. მათ თავიანთი ხედვა აქვთ, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს. ამ ხედვებში სხვაობაა სწორედ ის დრამატული წინააღმდეგობა, რაც ვერ გვაძლევს საშუალებას, რომ მთავარი პრობლემების მოგვარების კუთხით წინ წავიწიოთ. ამ საკითხის განხილვა მოხდება ჟენევაში",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)