|
2016-03-18 13:32:50, 757 ნახვა
სამართალი
"ეს შენ გეხება" გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს
კამპანია "ეს შენ გეხებას" წევრები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ელოდებიან. კამპანიის წევრების თქმით, მათ სურთ, რომ მოთხოვნები გიორგი კვირიკაშვილს გააცნონ. ასევე სურთ, მისგან მოისმინონ, როგორ აპირებს ხელისუფლება, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის უკანონო გავრცელებას დაუპირისპირდეს. "პირველი მოთხოვნა არის ეფექტური გამოძიების წარმოება და გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა. მეორე მოთხოვნაა იმ კანონმდებლობის შეცვლა, რომელიც დღეს არის. მესამე მოთხოვნაა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონის დარღვევის ფაქტებს გამოიძიებს“, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთი მასალის გავრცელების საფრთხე კიდევ არსებობს, რასაც წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებენ. "როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ძალიან ბევრ პოლიტიკოსზე არსებობდა მსგავსი შინაარსის კომპრომატი, შესაძლოა ამან გამოიწვიოს, რომ გარკვეულმა პირებმა თავიანთი პოზიცია შეცვლონ, ან ერთგვარი შანტაჟი იყოს მათ მიმართ“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კონსულტანტმა სამართლებრივ საკითხებში, ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)