01:04 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 10:27:07, 759 ნახვა

მსოფლიო
გაერო-ში ისრაელის ელჩი - დაძაბული დღეები გველის და ამისთვის მზად ვართ

გაერო-ში ისრაელის ელჩი, დენი დანონი აცხადებს, რომ ისრაელს დაძაბული დღეები ელის მას შემდეგ, რაც ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განახორციელა.

„ვიცით, რომ წინ დაძაბული დღეები გველის და ამისთვის მზად ვართ. ვამზადებთ ისრაელის მოსახლეობას, რომ მზად იყოს ამისთვის“, - განუცხადა დანონმა Fox News-ს.

მისი თქმით, ისრაელის იერიში არა მხოლოდ პილოტების ან დაზვერვის წარმომადგენლების გმირობის, არამედ ისრაელელი ხალხის გმირობის შედეგია

„მათ ინსტრუქციები უნდა შეასრულონ. საკუთარი უსაფრთხოება დაიცვან. ეს ჩვენთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“, - აღნიშნა დიპლომატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics