01:44 - 24 Sep, 2026
|
2025-06-11 10:10:42, 973 ნახვა
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მხარს უჭერს
დონალდ ტრამპი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, აშშ უკრაინის „უდიდესი მხარდამჭერი და დამცველია“. „ჩვენ გვსურს, რომ მათ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჰქონდეთ. გვსურს, რომ მათკენ მიმავალი რაკეტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ“, - განაცხადა ტემი ბრიუსმა. მისი თქმით, აშშ განიხილავს იმას, რომ „ევროპელმა პარტნიორებმა, რომლებსაც საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ, ისინი უკრაინას გადასცენ“. „ამ პროცესში რამდენიმე მხარეა ჩართული და სახელმწიფო დეპარტამენტი არ მონაწილეობს. საქმე საბრძოლო მასალების შესყიდვებს ეხება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)