18:32 - 24 Jun, 2026
|
2025-06-08 15:38:35, 1029 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის შვიდ ოლქში 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის შვიდ ოლქში 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „23:00 საათიდან 7:30 საათამდე პერიოდში, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 61 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, დრონები ბრიანსკის, ბელგოროდის, კალუგის, ტულას, ორიოლის, კურსკისა და მოსკოვის ოლქებში ჩამოაგდეს. ქალაქ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქის ოლქში თავდაცვის სისტემებმა ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. სობიანინის ცნობით, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები მოქმედებდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)