|
2016-03-17 16:51:55, 838 ნახვა
პოლიტიკა
რუსული მხარე ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ საქართველოს მოქალაქეებს გაათავისუფლებს
უახლოეს მომავალში რუსული მხარე ციხიდან რამდენიმე საქართველოს მოქალაქეს გაათავისუფლებს, რომლებიც სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით ამის შესახებ ცნობილი გუშინ, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ გახდა. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევა, ხდება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების ხელყოფა. კერძოდ, ბოლო დროს გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში განვითარებული მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებას. ყოველივე ეს ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ. გრიგორი კარასინმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დააფიქსირა რუსეთის მხარის მიდგომა, რაც პრინციპულად განსხვავდება ქარული მხარის პოზიციისაგან. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემების მოგვარების, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს. გაიმართა საუბარი მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედების თაობაზე. აღინიშნა, რომ უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა სახის პრობლემები და სირთულეები. განხილულ იქნა ასევე ჰუმანიტარული საკითხებიც. შეხვედრაზე ცნობილი გახდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილება, კონკრეტულად ის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების შესახებ, რომლებიც სასჯელს იხდიან ჯაშუშობის ბრალდებით. პრაღაში მომდევნო შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)