|
2016-03-17 14:48:21, 4343 ნახვა
კულტურა
მიხეილ გიორგაძე: ქვეყნის მასშტაბით კულტურული ღონისძიებები აპრილიდან გაიმართება
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით კულტურული ღონისძიებები მიმდინარე წელს აპრილიდან გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საერთაშორისო დონის ვარსკვლავები, ისე ქართველი შემსრულებლები. ამის შესახებ გიორგაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე რამდენიმე საერთაშორისო კლასის შემსრულებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს: „ჩვენ დაგვევალა გარკვეული კალენდარი შეგვედგინა იმ კულტურული ღონისძიებების, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მაღალი, საერთაშორო კლასის არტისტების ჩათულობა. როდესაც სერიოზულ სახელებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე, ჩვენ არ გვაქვს უფლება კონკრეტული სახელების დადასტურებულად გამოცხადების, ეს კონტრაქტის პირობებით არის გაწერილი, თუმცა მოლაპარაკებები უკვე ბოლო სტადიაშია. ტექნიკური დეტალები ზუსტდება და არა პრინციპული შეთანხმებები ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში მზად ვიქნებით და დეტალურად ვისაუბრებთ სახელებზე, ღონისძიების ჩატარების რიცხვებზე, მათ შორის ბიუჯეტზე და ა.შ. ეს ღონისძიებები დაიწყება აპრილის თვიდან და პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატში, სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. მინისტრის განმარტებით, პროგრამაში რეგიონებიც ჩაერთვებიან, თუმცა მაღალი დონის ვარსკვლავების კონცერტები იქ არ გაიმართება. „ბევრი მიზეზის გამო, როგორც ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვართ მზად, რომ მთელ ქვეყანაში ასეთი დონის ღონისძიებები გავმართოთ. რა თქმა უნდა, ეს ფინანსური თვალსაზრისითაც ძალიან ძვირი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ აქ ვგულისხმობთ ქართველი შემსრულებლების ძალიან მაღალ ჩართულობას, იმისთვის, რომ უკვე არსებულ ტურისტს შევუქმნათ უფრო საინტერესო გარემო, რომ მთლიანად რეგიონებში გახალისდეს კულტურული ცხოვრება. ყველაფერი ეს ერთად ვფიქრობ, ძალიან პოზიტიურ და ტურისტულად მიმზიდველ იმიჯს კიდევ უფრო გაუმგრებს საქართველოს საერთაშორისო არენაზე. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ მაღალი კლასის არტისტებზე ვსაუბრობთ, ჩვენი ქვეყნის ცნობადობას კიდევ უფრო აამაღლებს, რადგან, როგორც წესი ასეთ სახელებს ყოველტვის საერთაშორისო მედიის ყურადღებას მოჰყვება“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ და დასძინა, რომ კონცერტების უმრავლესობა ღია ცის ქვეშ იქნება, სხვადასხვა ლოკაციაში. რაც შეეხება ტექნიკურ უზრუნველყოფას, მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებაა საჭირო. ამასთან, გიორგაძის თქმით, დიდი, საერთაშორისო ვარსკვლავების კონცერტებზე ბილეთები აუცილებლად გაიყიდება. „ეს არ იქნება უბრალოდ ღია ცის ქვეშ უფასო კონცერტები. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაში უსაფრთხოების, მოწესრიგებულობის თვალსაზრისით გარკვეული სტანდარტებზე, უცხოელი ტურისტის მოზიდვაზე, არ შეიძება იყოს ქაოტურ, უკონტროლო რეჟიმში ჩატარებული კონცეტრები. პირველ რიგში თავად არტისტები არა საკუთარი, არამედ მაყურებლის უსაფრთხოების მოთხოვნებს აყენებენ, სანამ იგივე ტექნიკაზე წავიდოდა საუბარი, ფინანსურ უზრუნველყოფაზე, ეს არის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი და ამას შესაბამისი უზრუნველყოფა სჭირდება ორგანიზაციული თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ბილეთები გაიყიდება თუმცა, წინასწარ მინდა ვთქვა, სიმბოლური ფასი იქნება, იმისთვის, რომ ყველა მსურველს მიეცეს საშუალება კონცერტზე დასასწრებად. ბილეთების გაყიდვა სწორედ უსაფთხოების თემებს უკავშირდება,გარკვეულ გაკონტროლებას იმ მასის ადამიანების, ვინც ღონისძიებაზე მოვლენ, ვიდრე ვთქვათ, ამონაგების თვალსაზრისით“,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. მისივე შეფასებით, მაღალი დონის ღონისძიებების ჩატარება, საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაზრდის, რაც თავის მხრივ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. „დარწმუნებული ვარ, ადამიანები როდესაც დაინახავენ, რომ ტურისტის ნაკადი გაიზარდა, მომსახურების სფერო გააქტიურდება, ეს კიდევ შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ანუ, გარდა იმისა, რომ ეს ღონისძიებები ქვეყნის ცნობადობას შეუწყობს ხელს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტულ ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)