|
2025-05-27 15:36:01, 630 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - დონალდ ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული
დონალდ ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მისი ომი არ არის. ის რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული. ეს, ზოგადად, მისი და პრეზიდენტ პუტინის ერთობლივი ინიციატივა იყო“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს უმასპინძლოს. „ჩვენ მზადყოფნა ადრეც გამოვხატეთ, რომ ასეთ ღონისძიებას ვუმასპინძლოთ და ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ. გულწრფელად რომ ვთქვა, ამას ჩვენს მოვალეობად მივიჩნევთ. ჩვენ გვსურს, რომ ორივე მხარემ შეთანხმებას მიაღწიოს“, - აღნიშნა ფიდანმა. ლავროვის თქმით, „სტამბოლი ძალიან კარგია“. „რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, მე კვლავ ჩვენს თურქ მეგობრებს მივმართავდი. სტამბოლი ძალიან კარგია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)