|
2025-05-21 20:04:03, 1259 ნახვა
საზოგადოება
სად იზღუდება მოძრაობა თბილისში 26 მაისის ღონისძიებების გამო
თბილისის მერიის ცნობით, თბილისში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, თავისუფლების მოედანსა და შოთა რუსთაველის გამზირზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. როგორც მერიის განცხადებაში წერია, შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტს. "კერძოდ, 21 მაისს 20:00 საათიდან 00:00 საათამდე და 23 მაისს 09:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება თავისუფლების მოედანი, გ. ლეონიძის შესახვევი, კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩები (გრიგოლ აბაშიძის შესახვევიდან). 24 მაისს 20:00 საათიდან შეიზღუდება რუსთაველის გამზირი გ. ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით. ამ დროს, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ნ. ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე და გ. ჭანტურიას ქუჩამდე. 24 მაისის 14:00 საათიდან 27 მაისის 03:00 საათამდე, ავტოსატრანსპორტო შეზღუდვა შეეხება ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებს. სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან მშრალი ხიდის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის გავლით. ხოლო, მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით, სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩის გამოყენებით. ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან), მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით. 26 მაისს დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, ათონელისა და ვეკუას ქუჩებზე. გადაადგილება შესაძლებელი იქნება - რევაზ თაბუკაშვილის, ნიკო სულხანიშვილის, მტკვრის, ვახტანგ ორბელიანისა და გოგჩის ქუჩებზე. ამ პერიოდში, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე. ასევე, მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება მოძრაობის მიმართულება, ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან. მტკვრის ორივე სანაპიროდან ავტომობილები თავისუფლების მოედნისკენ შეძლებენ გადაადგილებას პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. ხოლო, რუსთაველის გამზირზე გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გ. ჭანტურიას ქუჩამდე. ასევე, მოძრაობა შეიზღუდება: ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზე. გარდა ამისა, მელიქიშვილის ქუჩისა და მთაწმინდის რაიონის მიმართულებით, გადაადგილება თავისუფალი იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით" - წერია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)