07:01 - 09 May, 2026
|
2025-05-21 14:04:26, 970 ნახვა
მსოფლიო
მადრიდში ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი მოკლეს
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 21 მაისს უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ან პირებმა მადრიდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი, ანდრეი პორტნოვი მოკლეს. შემთხვევა პოსუელოს რაიონში ამერიკულ სკოლასთან მოხდა. მადრიდის პოლიციის ცნობით, სროლის შესახებ შეტყობინება 09:15 საათზე მიიღეს, თუმცა მსხვერპლის ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ. რადიოსადგურ Cadena SER-ის ინფორმაციით, პორტნოვს მაშინ ესროლეს, როდესაც საკუთარი შვილები სკოლაში მიჰყავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)