|
2025-05-20 12:54:01, 1336 ნახვა
საზოგადოება
ივანე ჩხაიძე - გრიპი, რომელიც გართულებით მიმდინარეობს, ბოლო კვირებში აღარ დაფიქსირებულა
გრიპი, რომელიც გართულებით მიმდინარეობს, ბოლო კვირებში აღარ დაფიქსირებულა, ის ჩანაცვლებულია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნავს, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იწვევს წვრილი ბრონქების სანათურის ანთებას, მისი დიამეტრის შემცირებას, რაც ვლინდება შეტევითი ხასიათის ხველით, სუნთქვის მკვეთრი გაძნელებით, ტემპერატურის მატებით, ასევე, ახასიათებს გახშირებული სუნთქვა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობასთან ერთად. „ნაკლები გვქონდა მოლოდინი, რომ გრიპის ვირუსი მაისში იქნებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემები მიუთითებს, რომ 23% არის გრიპის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში. ეს ეხება გრიპისმაგვარ დაავადებებს, რომელიც იმართებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლში. 23% საკმაოდ მაღალია. ეს 23 % განპირობებულია A ტიპის ვირუსით. B ტიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა. მძიმედ მიმდინარე გრიპი, გრილი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, საავადმყოფოში დაყოვნება, გართულებით მიმდინარეობს მეცხრამეტე კვირას აღარ ყოფილა, ის ჩანაცვლებულია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით. ეს ვირუსია დომინანტური ახლა კლინიკებში. ბავშვები, რომლებიც ძირითადად არიან ჰოსპიტალიზებულები, ამ ვირუსით არიან ინფიცირებულები. მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი. ივნისიდან-ოქტომბრის ჩათვლით, გრიპის ვირუსი არ უნდა ფიქსირდებოდეს. კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენა კიდევ იგრძნობა, შესაძლებელია, გრიპის სეზონის ცოტა გახანგრძლივება“, - აღნიშნავს ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)