|
2016-03-16 17:34:10, 414 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადურმა საფრანგეთის ელჩ პასკალ მენიესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში პასკალ მენიესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ხადურმა ბატონ პასკალ მენიეს მიულოცა საქართველოში ელჩად დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა წარმატებულად წარიმართება. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და საფრანგეთის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. საფრანგეთის ელჩის განცხადებით, იგი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებას და საფრანგეთი კვლავ აქტიურად განაგრძობს საქართველოს ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით. საფრანგეთის მთავრობისა და კერძო სტრუქტურების დახმარებით საქართველოში მიმდინარეობს მრავალი პროექტი, მათ შორის, ხდება როგორც საკურორტო (თეთნულდი), ისე სამოქალაქო (ჭიათურა) საბაგირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და განახლება. ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ქართულ მხარესა და საფრანგეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე, მათ შორის ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მიმართულებით. ბატონი პასკალ მენიეს თქმით, უახლოეს მომავალში თბილისში გაიხსნება "საფრანგეთის განვითარების სააგენტოს" ოფისი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და საფრანგეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)