|
2016-03-16 16:43:24, 477 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: რუსმა პოლიტიკოსებმა პირველ რიგში საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთთან ურთიერთობა უნდა დასტაბილურდეს, თუმცა ეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და დასავლური ორიენტაციის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. "საქართველოში არსებული განწყობების შესახებ საუბრისას, რუსმა პოლიტიკოსებმა ალბათ პირველ რიგში საკუთარ მიდგომებს ყურადღება უნდა მიაქციონ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საფუძველზე აწყობილი ურთიერთობა იქნება ის, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არა ჩვენი საგარეო ვექტორის და არა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, აქ ნებისმიერი კომპრომისი გამორიცხულია, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ესკალაცია შევამციროთ და გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომელ რეჟიმშიც უკვე შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარებაზე საუბარი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ აბაშიძე - კარასინის შეხვედრის დაწყებამდე, რუსმა დიპლომატმა თბილისის მისამართით ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ლავროვის მოადგილის თქმით, მთავარი საფრთხე საქართველოში მოახლოებული არჩევნები და ანტირუსული რიტორიკაა. გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ჯერჯერობით ითმენს, თუმცა ამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)