|
2025-05-09 10:22:57, 1181 ნახვა
საზოგადოება
თბილისში დღეს აქცია-მსვლელობა: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ გაიმართება
9 მაისს, ევროპის მოედანზე აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ გაიმართება. აქცია 19:00 საათზე არის დაგეგმილი, თუმცა მანამდე დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნამდე მოქალაქეები მსვლელობით მივლენ. აქციას უერთდებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, მათ შორის მწერლები, გამომცემლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები და ა.შ. სოციალურ ქსელში ორგანიზატორების განცხადებაში აღინიშნება, რომ ევროპის დღეს ქართველები ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში შეხვდებიან. „9 მაისი ევროპის დღეა და ჩვენი ერთიანობის დღე. 75 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირს, კაცობრიობის ისტორიაში სახელმწიფოების ყველაზე ძლიერ გაერთიანებას, რომელშიც ყველა ქვეყანა, და ყველა მოქალაქე თავისუფალია და დაცულია საგარეო საფრთხეებისგან, სახელმწიფოს ძალადობისგან, უსამართლობისგან და სიღარიბისგან. საუკუნეებში ქართველობის არ დათმობით, მტრისთვის არ დანებებით, ევროკავშირის კართან ბრძოლით მოვედით. ევროპის დღე ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის ხალხის ნების ბოროტებაზე გამარჯვების ზეიმია. ევროპის დღეს ქართველები ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ვხვდებით. ვხვდებით ჩვენი ბრძოლის გმირებთან - სინდისის პატიმრებთან ერთად, მათი გათავისუფლების მოთხოვნით, მათი ოჯახის წევრების მიერ პატივისცემით და მადლიერებით, ჩვენი გამარჯვების რწმენით, ჩვენი ქართველობის და ევროპელობის ერთობით და ძალით. 9 მაისს, 19:00 საათზე გელოდებით ევროპის მოედანზე. დავდგეთ ერთად და ვუთხრათ წარსულ და მომავალ თაობებს, ევროპას და მსოფლიოს, რომ ჩვენი ნება ურყევია, რადგან საქართველო ევროპას ეკუთვნის და ევროპის დაპირება - ქართველ ხალხს. ჩვენი ძალა ევროპაშია! ჩვენი ძალა ერთობაშია!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)