|
2025-05-08 18:51:02, 1743 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - მკაცრად ვიცავთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსული მხარე 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მკაცრად იცავს. "რუსეთის არმიის ყველა ქვედანაყოფმა 8 მაისის ღამეს სრულიად შეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები და აქამდე დაკავებულ პოზიციებზე გაჩერდა". – წერია უწყების განცხადებაში. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კურსკისა და ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე იერიშის მცდელობაში ადანაშაულებს: "ბოლო მონაცემებით, სასაზღვრო რეგიონებში სულ დაფიქსირებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 488 შემთხვევა". 28 აპრილს ვლადიმირ პუტინმა 9 მაისთან დაკავშირებით, 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც 8 მაისს 00:00 საათზე დაიწყო და 11 მაისს დასრულდება. "ცეცხლის შეწყვეტის" ფონზე რუსეთმა 8 მაისს, დაახლოებით 3:00 საათზე სუმის რეგიონი დაბომბა. 8 მაისის დაბომბვას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: "ხვალ (9 მაისს), ნაცისტების მხეცობებზე ილაპარაკებს ადამიანი, რომელიც ბუჩაში ძმათა სასაფლაოს მოწყობის ორგანიზატორია. და ლენინგრადს ბლოკადაზეც იქ ისაუბრებენ ისინი, ვინც მარიუპოლის ბლოკადა მოაწყო. ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან სამყაროს მოუწევს შეცვლა. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა 80 წლის წინ: ბოროტების დამშვიდება შეუძლებელია, მას უნდა ებრძოლო".
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)