|
2015-02-17 14:27:53, 1010 ნახვა
პოლიტიკა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე 10 წლის ვადით უნდა იქნას არჩეული. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატს შესაბამისი კომიტეტები განიხილავენ. შემდეგ, კი ბიურო კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს. თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტის გათვალისწინებული ხმების საჭირო რაოდენობა, პარლამენტს ახალი კანდიდატი წარედგინება. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის პოსტის დასაკავებლად ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)