|
2016-03-16 12:05:06, 725 ნახვა
სამართალი
თბილისის ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა
თბილისის ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მე-4 განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოდან სომხეთის მიმართულებით გასვლისას, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული ჰუსეინ თ. დააკავეს. „აღნიშნული პიროვნება ანკარის ინტერპოლის მიერ 06.10.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ჰუსეინ თ. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 252/1, 252/2, 53/1-a, b, c53/1-d-e, 43/1, და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მექრთამეობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. უწყების ცნობით, ამჟამად ჰუსეინ თ-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)