|
2016-03-16 11:27:52, 429 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების 2015 წლის ანგარიშს განიხილავენ
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინეტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ბელგიაში, ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 17 მარტს, საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების 2015 სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშის განხილვასა და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც "ექსპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ანგარიშის განხილვა ევროპარლამენტში გაიმართება. მათივე ინფორმაციით, ევროპარლამენტარების წინაშე, ასევე, სიტყვით გამოვლენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გენადი არველაძე და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებენ. განხილვაზე ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის საკითხზე მოხსენებას გააკეთებს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხებია: ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის(DCFTA) შესახებ შეთანხმებების განხორციელება და მონიტირინგის მექანიზმები. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს, ასევე, დაგეგმილი აქვს შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, სამეცნიერო ცენტრების მკვლევარებთან ჟურნალისტებთან.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)