|
2015-02-17 14:28:17, 1102 ნახვა
პოლიტიკა
ქუცნაშვილი: პრეზიდენტმა კანდიდატურა დაასახელა, მაგრამ ბურთი ახლა პარლამენტის მოედანზეა
"პრეზიდენტმა დაასახელა კანდიდატურა, ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი იღებს",-ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტისთვის წარდგენილ 28 კანდიდატს შორის მყოფმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ქუცნაშვილი დარმწუნებულია, რომ პარლამენტი პასუხისმგებლობით გამსჭვალულ გადაწყვეტილებას მიიღებს. "პრეზიდენტმა დაასახელა კანდიდატურა. ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. ასე რომ, ბურთი ახლა არის პარლამენტის მოედანზე, ჩვენ ვიმსჯელებთ. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის წევრები მიიღებენ თავიანთ დამოუკიდებელ პასუხისმგებლობით გამსჭვალულ გადაწყვეტილებას",-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)