|
2016-03-16 10:48:48, 954 ნახვა
სამართალი
სასამართლო ფარული კადრების გავრცელების საქმეზე დღეს იმსჯელებს
სასამართლო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს. სხდომა სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ პროცესზე ადვოკატ ირაკლი ფხალაძისა და ზურა ჯამალაშვილის მიმართ აღკვეთ ღონისძიებას განიხილავენ. სავარაუდოდ, პროკურატურა მათ მიმართ პატიმრობას მოითხოვს. შეგახსენებთ, პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით საქართველოს პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ ჩატარებული გამოძიებით დაადგინა გელა ღურწკაიას მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობა და დანაშაულში ჩართული იმ პირთა წრე, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ ვიდეოჩანაწერების მოპოვებასა და გავრცელებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)