|
2025-05-03 17:29:49, 788 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთის მიერ შეთავაზებული 3 დღიანი ზავის მიზანია მშვიდობა
რუსეთის მიერ შეთავაზებული სამდღიანი ზავის მიზანი მშვიდობის მისაღწევად კიევის რეჟიმის მზადყოფნის შემოწმება იყო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „რუსეთის მიერ შეთავაზებული სააღდგომო ზავის, ასევე, 8, 9 და 10 მაისის სადღესასწაულო დღეებისთვის ზავის გამოცხადების ინიციატივის მიზანი რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად კიევის რეჟიმის მზადყოფნის შემოწმებაა. ჩვენ კიევის მხრიდან დაველოდებით არა ორაზროვან, არამედ საბოლოო განცხადებებს და რაც მთავარია, ქმედებებს, რომლებიც მიზნად კონფლიქტის დეესკალაციას ისახავს“, - განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, „კიევის რეჟიმის იდელოგიურ საფუძვლეს ნეონაციზმი წარმოადგენს“. „კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის წინადადებაზე პირდაპირი პასუხის არქონა მიუთითებს იმას, რომ დღევანდელი კიევის რეჟიმის იდეოლოგიური საფუძველი ნეონაციზმია და ჰიტლერის გერმანიასა და ნაციზმზე გამარჯვება მათთვის დღესასწაულს არ წარმოადგენს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც სამი დღით, 8-10 მაისს იმოქმედებს.
შსს - კახეთში 100 კგ-მდე კანაფი ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)