|
2015-02-17 13:29:16, 983 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობა ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს
საპარლამენტო უმცირესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენით, შერჩეული კრიტერიუმები დაარღვია. „ამ კანდიდატურის წარდგენით მარგველაშვილმა დაარღვია თავის მიერ შერჩეული 3 კრიტერიუმი: არ უნდა ყოფილიყო არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული, უნდა ჰქონოდა უზადო რეპუტაცია და უნდა ჰქონოდა კომპეტენცია რომელიც დასტურდებოდა საერთაშორისო ინსტიტუტებით. არც ერთ კრიტერიუმს არ ეთანხმება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა, არ აკმაყოფიელსბ რადგან ის არის შევარდნაძის დროინდელი კადრი, მაშინ როცა სასამართლოში იყო ქრთამი, მეორე ის არის აფილირებული რესპუბლიკურ პარტიასთან და კენჭსაც იყრიდა არჩევნებში და მისი კომპენტენციაც არ არის დადასტურებული საერთაშორის ინსტიტუტებით. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ამ კანდიდატურას“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)