12:05 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 09:47:08, 970 ნახვა

მსოფლიო
ტემი ბრიუსი - დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები დააწესოს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს და არსებულ შეზღუდვებს არ მოხსნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებას, ბრიუსმა უპასუხა :

„ვიცით, რომ მან გამოთქვა მზადყოფნა, ეს გააკეთოს - ცხადია, ჩვენ არ ვაუქმებთ ამჟამად არსებულ არცერთ სანქციას. პრეზიდენტს სურს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ, როგორც ერი, ვაკეთებთ, დიპლომატიური იყოს - ის ამ საკითხში ძალიან მკაფიოდ საუბრობს. ამავდროულად, მას ესმის, რომ არსებობს მსოფლიოს სხვა ნაწილიც, რომელსაც ყურადღება სჭირდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ამასთან, მისი თქმით, დადგა დრო, რომ რუსეთმა და უკრაინამ წარმოადგინონ და შეიმუშაონ კონკრეტული იდეები, თუ როგორ დასრულდება კონფლიქტი.

„სახელმწიფო მდივანმა ასევე ნათლად განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სტილი შეიცვლება, შეიცვლება ჩვენი წვლილის მეთოდოლოგია იმით, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით შუამავლები. ცვლილებების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კვლავ ჩართულები დავრჩებით (სამშვიდობო მოლაპარაკებებში) და დავეხმარებით ყველანაირად. თუმცა, ჩვენ აღარ ვაპირებთ სწრაფად „მსოფლიოში ფრენას“ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. ახლა ეს ორივე მხარის (უკრაინისა და რუსეთის) პასუხისმგებლობაა და დადგა დრო, რომ მათ წარმოადგინონ და შეიმუშაონ კონკრეტული იდეები, თუ როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი. ეს მათზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა ტემი ბრიუსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
ირანის ბლოკადის აღდგენის შემდეგ თეირანთან დაკავშირებული დაკავებული სავაჭრო გემების რაოდენობამ 115-ს მიაღწია.
თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება
შსს - კახეთში 100 კგ-მდე კანაფი ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics