12:05 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 13:23:57, 795 ნახვა

მსოფლიო
სენატორი გრემი - აშშ მზად არის იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს შეიძენენ, 500%-იანი ტარიფები დაუწესოს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ აშშ მზად არის იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს შეიძენენ, 500%-იანი ტარიფები დაუწესოს. მისი თქმით, ამ კანონპროექტს 72 სენატორი უჭერს მხარს.

როგორც Bloomberg-ი იუწყება, კანონპროექტის მიხედვით, სანქციები ითვალისწინებს 500%-იან გადასახადს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ბუნებრივ აირსა და ურანს ყიდულობენ.

უკრაინასთან მინერალურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, გრეჰემმა განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დახმარებას ისახავს მიზნად.

„მან თავისი იმედგაცრუება გამოთქვა. მე ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით, საპატიო და სამართლიანი გზით მსურს. ვფიქრობ, ტრამპი ამის მისაღწევად საუკეთესო ადამიანია, მაგრამ ეს სანქციები ასახავს იმ შეხედულებას, რომ სენატი რუსეთს მთავარ დამნაშავედ მიიჩნევს“, - აღნიშნა სენატორმა.

გრეჰემი მიიჩნევს, რომ პუტინს საბოლოოდ მოუწევს არჩევანის გაკეთება ომის დასრულების მოლაპარაკებებსა და რუსეთის ეკონომიკის განადგურებას შორის.

შეგახსენებთ, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმებას ხელი ვაშინგტონში მოაწერს. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება უკრაინაში გლობალური ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს, ხოლო სკოტ ბესენტის თქმით, ფონდის შექმნა „მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
ირანის ბლოკადის აღდგენის შემდეგ თეირანთან დაკავშირებული დაკავებული სავაჭრო გემების რაოდენობამ 115-ს მიაღწია.
თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება
შსს - კახეთში 100 კგ-მდე კანაფი ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics