16:00 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 16:01:59, 627 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძემ კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლექციის - „ლიდერობა საჯარო სფეროში“  ფარგლებში ანა დოლიძე სტუდენტებს ლიდერობისთვის აუცილებელ თვისებებზე ესაუბრა და, სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი, განვითარებად სახელმწიფოებში ლიდერის, პიროვნების როლზე გაამახვილა ყურადღება.

„დღევანდელი ლექციის თემა ლიდერობაა. კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა არის ადგილი, სადაც იზრდებიან და გაიზრდებიან ჩვენი სახელმწიფოს მომავალი ლიდერები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ვაწარმოოთ საზოგადოებრივი დიალოგი, რა არის ლიდერობა, როგორია ადამიანი, რომელიც არის ლიდერი, რა უნარ-ჩვევებს ვანვითარებთ ახალგაზრდებში იმისათვის, რომ ისინი გახდნენ ლიდერები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრას კავკასიის სამართლის სკოლის პრეზიდენტი კახა შენგელია და დეკანი ზაზა მარუაშვილი დაესწრნენ. მათ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და მსგავსი ლექციების მნიშვნელობასა და ანა დოლიძის გამოცდილებაზე ისაუბრეს. შეხვედრა კავკასიის სამართლის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics