13:34 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-23 11:29:36, 934 ნახვა

მსოფლიო
ლონდონში შეხვედრაზე ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო მინისტრებიც აღარ ჩავლენ

Sky News-ის ინფორმაციით, ლონდონში უკრაინაში მიმდინარე ომის დამთავრების შესახებ დაგეგმილ შეხვედრას აღარ დაესწრებიან გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, უკრაინისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.

მანამდე, გავრცელდა ცნობები, რომ შეხვედრაზე აღარ ჩავიდოდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა მედიაში გავრცელებულ დაუდასტურებელ ამერიკულ გეგმაზე, რომელიც სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ყირიმზე სავარაუდოდ რუსული ოკუპაციის აღიარებას ითვალისწინებს.

შედეგად, ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას სხვა მაღალჩინოსნები გაუძღვებიან. თუმცა, ამის მიუხედავად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა მაინც აპირებს ლონდონში ჩასვლას და ბრიტანელ კოლეგასთან, დევიდ ლემისთან შეხვედრას.

წინა დღეებში სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 აპრილს აშშ-მ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინადადება წარუდგინა, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ლეგალური კუთხით აღიარებასაც მოიცავდა.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა მსგავსი ნაბიჯი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა, ხოლო რუსული ოკუპაციის აღიარება კონსტიტუციის დარღვევა იქნება.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ლონდონში აშშ-ს დელეგაციას უკრაინაში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი გაუძღვება. გავრცელებული ცნობებით, უკრაინა შეხვედრაზე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხილვას აპირებს.

პარალელურად, გამოცემა Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინმა აშშ-ს უკრაინაში მიმდინარე ომის ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე გაყინვა შესთავაზა, რასაც რუსეთმა ცრუ ინფორმაცია უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics