|
2016-03-15 12:56:17, 736 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 11 მარტს, „სადახლო-საავტომობილო“-სსაბაჟო გამშვებ პუნქტზე ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, სომხეთის მხრიდან შემოსული ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ 7555,88 ლარის ღირებულების, საერთო წონით 111,76 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ავტომობილს მართავდა ყაზახეთის მოქალაქე მ.ზ. მათივე ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი მოხდა 13 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“. საქართველოს მოქალაქე ნ.რ.ო.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა საერთო წონით 101,2 გრამი, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5706,68 ლარი. ორივე შემთხვევაში, მგზავრებს, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 7555,88 ლარისა და 5706,68 ლარის ოდენობით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)