|
2025-04-19 10:25:27, 857 ნახვა
საზოგადოება
თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება
თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. პროტესტის 143-ე დღეს თბილისში, აქცია/მსვლელობები რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება. კერძოდ, აქციის მონაწილეები 19:00 საათზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეიკრიბებიან და პარლამენტამდე მსვლელობას გამართავენ, ასევე 19:00 საათზე მოქალაქეების კიდევ ერთი ნაწილი პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. 23:00 საათზე კი გაერთიანებული აქციის მონაწილეები, რუსთაველის გამზირზე აღდგომას ერთად შეხვდებიან. რეგიონებში დაგეგმილი აქციების განრიგი ასეთია: გორი - 17:00 საათზე, საკრებულოს წინ აქცია გაიმართება ლოზუნგით - „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“. ახალციხე - 18:00 საათზე აქცია გაიმართება, შოთა რუსთაველის ძეგლთან; ბათუმი - 19:00 საათზე, აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაიმართება ლოზუნგით - „სამშობლოს სამსახურში!“; ზუგდიდი - სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 19:00 საათზე – აქცია გაიმართება სახელწოდებით - „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“; თელავი - მერიის წინ, აქცია დაგეგმილია 19:00 საათზე; ქუთაისი - მერიის წინ მოქალაქეები 19:00 საათზე შეიკრიბებიან, ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსეთს“; ჩხოროწყუ - მერიის წინ, აქცია 20:00 საათზე გაიმართება სახელწოდებით - „გაბედე პროტესტი ყოველდღე“.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)