|
2015-02-17 12:32:43, 540 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ნინო გვენეტაძე სასამართლო ხელისუფლების დაცვის სიმბოლოა
„ჩვენს მიერ შერჩეული კანდიდატი არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველოში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მაღლა სასამართლო ხელისუფლების სიძლიერეს აყენებენ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა. მისივე თქმით, კანდიდატის შერჩევისას გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, რადგან მათ შორის ბევრი იყო ღირსეული. „ჩვენ გვყავდა 28 კანდიდატი, 28–ვე განვიხილეთ და მინდა ვთქვა, რომ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, რადგან წარმოდგენილ კანდიდატთა შორის ბევრი ღირსეული იყო. თუმცა, ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას დავეფუძვნეთ იმ ძირითდ 4 კრიტერიუმს, რომელიც შემუშავებული იყო კონსულტაციების შედეგად, ასევე კანონის მიერ განსაზღვრულ ვალდებულებებს. ჩვენ შევარჩიეთ პროფესიონალი, რომელიც არის სამართლის დოქტორი და პროფესორი, არაერთი ნაშრომის ავტორი, მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით, გერმანიის მაქს-პლანკის საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარი, მოსამართლე 6 წლიანი გამოცდილებით უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირის პროექტის ექსპერტი და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის განხორცილეებაში მონაწილე. ჩვენ შევარჩიეთ სამეურნეო და მენეჯერული გამოცდილების ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოში ერთ–ერთ ყველაზე დიდ ორგანიზაციას,“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, იყო მოსამართლეთა კონფერენციის თავჯდომარე და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტროს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. ჩვენ განსაკუთრებული აქტენტი გავაკეთეთ მის პრინციპულობაზე, რადგან 6 წლიანი სამართლებრივი გამოცდილება სასამართლოში არის ფაქტი და საფუძველი იმისა, რომ ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანი არის პრინციპული და ძლიერი თავის გადაწყვეტილებებში. ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანი არის რეალურად სიმბოლო სასამართლო ხელისუფლების დაცვის და სიმბოლო იმისა, რომ არსებობენ საქართველოში მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მაღლა აყენებდნენ და აყენებენ კანონის უზენაესობას, სასამართლო ხელისუფლების სიძლიერეს. მის მიერ გაწეული ღვაწლი მოსამართლის უფლებების დაცვაში იყო ის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც საკანონმდებლო თვალსაზრისით გამყარდა ქართულ სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა: „მიგვაჩნია, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი სასამართლოს დამოუკიდებლობის საქმეში შეუქცევადი ნაბიჯი იქნება“.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)