|
2015-02-17 12:29:17, 1085 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: არ მგონია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უკრაინას რაიმე სასიკეთო მოუტანონ
„არ მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რაიმე სასიკეთო მოუტანონ უკრაინას, თან იმ მძიმე და დაძაბულ ვითარებაში, რომელშიც ახლა უკრაინა იმყოფება“, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს, უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის თემის კომენტირებისას განუცხადა. კალაძის თქმით, სააკაშვილმა საქართველოში კრიმინალური რეჟიმი შექმნა. „უკრაინას ჰყავს მთავრობა. არ მინდა მათ საკადრო პოლიტიკაში ჩავერიო, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ისინი ალბათ თვლიან, რომ ეს ადამიანები რეფორმებს განახორციელებენ და მიიღეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ეს ადამიანი პირდაპირ კავშირშია იმ კრიმინალურ, სისხლიან რეჟიმთან, რომელიც საქართველოში შეიქმნა და თავის მეგობრებთან ერთად მთავარი იდეოლოგი იყო. არ მგონია, რომ მათ რაიმე სასიკეთო მოუტანონ უკრაინას, თან იმ მძიმე და დაძაბულ ვითარებაში, რომელშიც ახლა უკრაინა იმყოფება“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)