15:50 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 17:35:19, 598 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრში ბულინგის თემაზე ფორუმთეატრი გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და ახალგაზრდული ორგანიზაცია „START NOW“ -ს (“დავიწყოთ ახლა”) თანამშრომლობით, ბულინგის შესახებ ფორუმთეატრი გაიმართა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის იფნორმაციით, სპექტაკლი  სასკოლო სივრცეში მოსწავლეთა მიერ ერთმანეთის ჩაგვრასა და საზოგადოების პასიურობის ფონზე კონფლიქტის გაღვივებას ასახავდა. ფორუმთეატრი ინტერაქტიული მეთოდიკის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის მიზანია პრობლემის წარმოჩენა და ერთობლივი გამოსავლის ძიება. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მსახიობებმა სპექტაკლი ორჯერ გაითამაშეს. მას შემდეგ, რაც სასცენო მოქმედებები განმეორდა, თითოეულ მაყურებელს მსახიობებთან ერთად სანახაობის მონაწილეობის საშუალება მიეცა. მაყურებლებმა შეცვალეს სცენარიც და თავად, საკუთრი ნებისა და შეხედულებების მიხედვით    წარმართეს წარმოდგენა. ამ მეთოდის   მთავარი უპირატესობა მაყურებელთან ორმხრივი და აქტიური კომუნიკაციაა.

ფორუმთეატრს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები დაესწრნენ, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ გამართულ დისკუსიასა და ისაუბრეს სკოლაში ბულინგის მხრივ არსებულ გამოწვევებზე. მსგავსი სპექტაკლები იგეგმება თელავსა და გორშიც. იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics