|
2015-02-17 11:41:47, 1195 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში ლუკა კურტანიძის დეპუტატობის საკითხს მიმდინარე კვირას განიხილავენ
ლუკა კურტანიძის საპარლამენტო უმრავლესობის წევრობის საკითხს, მიმდინარე კვირას განიხილავენ. როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ კომიტეტში კურტანიძესთან დაკავშირებით ცესკოს მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას გაეცნობიან. იმ შემთხვევაში კი, თუ მასალები კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნება, კომიტეტი ბიუროს შესაბამისი დასკვნით მიმართავს. შემდეგ კი, საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. „ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოვიდა მასალები, რომლის მიხედვითაც ადგილმონაცვლედ დასახელებულია ლუკა კურტანიძე. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ მასალებს განიხილავს, შეისწავლის და თუ ეს მასალები კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია, უკვე ბიუროს შესაბამისი დასკვნით მივმართავთ“, – აღნიშნა კახიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)