|
2016-03-14 13:32:09, 411 ნახვა
პოლიტიკა
ტუღუში გავრცელებული კადრების გამოძიებაზე: ძალიან ძნელია პოზიტიური მოლოდინები გქონდეს
სამოქალაქო ორგანიზაციები პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით გამოძიების უუნარობაზე ღიად საუბრობენ. კამპანია "ეს შენ გეხებას" ერთ-ერთი წევრი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ ამ საქმეების გახსნის პოზიტიური მოლოდინი არ აქვს. „იმედი გვაქვს, რომ გამოძიება მალე დასრულდება, თუმცა თუ გამოცდილებით ვიხელმძღვანელებთ, ცუდია გამოცდილება და აქედან გამოდინარე, ძალიან ძნელია პოზიტიური მოლოდინები გქონდეს. 2014 წლის იანვარში ათობით ათასი ფაილი პროკურატურას გადაეცა, ეს სახელმწიფო კომისიამ გადასცა, რომლის წევრი მეც გახლდით, 2 წელი და რამდენიმე თვე გავიდა და პასუხი არ არის. იმ გამოძიებას ბევრად უფრო მარტივად შეეძლო დასკვნები გაეკეთებინა დამნაშავეები დაესაჯა, მაგრამ რაღაც მოსაზრებების გამო, ჩვენ ვერაფერი დავინახეთ,“- განაცხადა ლაშა ტუღუშმა. ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ ვიდეომასალაზე გამოძიებას კონკრეტული შედეგი არ დაუდია. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ცნობისთვის ძალოვან უწყებებს პასუხი მთავრობის მეთაურმაც მოსთხოვა. პრემიერ მინისტრმა საზოგადოებას პირობა მისცა, რომ აღნიშნული საქმე გაიხსნება.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)