|
2025-04-04 21:05:25, 920 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი ერმაკი - შეერთებულმა შტატებმა უკვე გააცნობიერა, რომ რუსეთი მშვიდობისკენ არ ისწრაფვის
აშშ-მ უკვე გააცნობიერა, რომ რუსეთი მშვიდობისკენ არ ისწრაფვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინამ უკვე აჩვენა თავისი სწრაფვა ცეცხლის სრული შეწყვეტისკენ, მაგრამ რუსეთი ამ სურვილს არ იზიარებს და ამერიკელებმა ეს დაინახეს. ანდრეი ერმაკმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების ორი რაუნდის შემდეგ, ესმის თუ არა ამერიკულ მხარეს, რომ სწორედ რუსეთი არ ისწრაფვის მშვიდობისკენ. „ვფიქრობ, რომ დიახ. ჯიდასა და ერ-რიადში გამართული შეხვედრების მთავარი შედეგი არის ის, რომ ამერიკულ მხარეს არ აქვს არანაირი კითხვები უკრაინის მიმართ. უკრაინა აჩვენებს თავისი პოზიციის აბსოლუტურ გამჭვირვალობას, აბსოლუტურ ადეკვატურობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს ცეცხლის სრული შეწყვეტა არის ნამდვილად ის, რისკენაც ჩვენ ვისწრაფვით, ეს ლოგიკური და სწორია“, – აღნიშნა ანდრეი ერმაკმა. ამასთან, მისი თქმით, ამას დღეს რუსეთი მხარს არ უჭერს. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკელებისა და სხვა პარტნიორების მხრიდან სწორედ ასეთი ძლიერი პოზიცია და რუსეთზე ზეწოლა არის ის გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ“, – აღნიშნა ანდრეი ერმაკმა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჰკითხეს, რამდენად წარმატებით ხორციელდება ზღვასა და ენერგეტიკულ ობიექტებზე ზავის შესახებ შეთანხმებების დაცვის მონიტორინგი. „სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს მონიტორინგისა და კონტროლის ასეთი მკაფიო მექანიზმი. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამერიკულ მხარეს აქვს ყველა შესაძლებლობა, ამის განსახორციელებლად და ეს არა მხოლოდ უნდა გაკონტროლდეს, არამედ უნდა გავიგოთ, რა ხდება, როცა ეს ირღვევა? დღეს დარღვევა ხდება ისეთ რეჟიმში, რომ ყოველდღიურად, სამხედროებს აქვთ რუსული მხარის მიერ დარღვევის ფაქტები. და ჩვენ გადავცემთ ამ ინფორმაციას ამერიკულ მხარეს, გადავცემთ სხვა პარტნიორებს, მათგან ველოდებით რეალურ ნაბიჯებს რუსეთზე ზეწოლის მიმართულებით“, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა. ჟურნალისტის კითხვაზე, დაგეგმილია თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდები, ანდრეი ერმაკმა უპასუხა, რომ კონკრეტული თარიღები ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის. „კონკრეტული თარიღები ჯერ არ არის. ვფიქრობ, მალე ეს საუბრები, პირველ რიგში, ჩვენი საუბრები ამერიკელებთან, გაგრძელდება. რაც შეეხება შეხვედრებს, ვფიქრობ, მალე ისინიც გაგრძელდება“, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)