|
2025-04-03 20:30:48, 720 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი აშშ-ში ფრანგული ინვესტიციების შეჩერების მოწოდებით გამოვიდა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ტარიფების საპასუხოდ, მოწოდებით გამოვიდა, რომ აშშ-ში შეჩერდეს ფრანგული ინვესტიციები იქამდე, ვიდრე სიტუაცია არ გაირკვევა. მრეწველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „სასტიკი და დაუსაბუთებელი“ ზომები, რომლებიც ვაშინგტონმა მიიღო, ევროპული ქვეყნების მხრიდან პასუხის გარეშე არ დარჩება. მაკრონის განცხადებით, ევროპამ უნდა უპასუხოს ახალ ტარიფებს დარგების მიხედვით. მისივე თქმით, ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტზე ახალი ტარიფების გამოცხადების შედეგად, ამერიკელები გახდებიან „უფრო სუსტები და ღარიბები“, ხოლო ევროპელები ერთად თუ იმუშავებენ, შეძლებენ „წარმატების მიღწევას“ და ტარიფების გაუქმებას. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფები 10%-იდან 49%-მდეა. ამასთან, ტრამპმა ევროკავშირს – 20%-იანი, დიდ ბრიტანეთს კი 10%-იანი ტარიფები დაუწესა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ტარიფები აშშ-ს ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება. ასევე, ტრამპმა 25%-იანი ტარიფი დააწესა უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)