19:42 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 18:58:37, 826 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა სი ძინპინი 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვია. 

პუტინმა მოსკოვში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ითან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ სი ძინფინგის რუსეთში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჩამოსვლას ელოდება.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი ერთად აღნიშნავენ გამარჯვებას როგორც "ნაცისტურ გერმანიაზე", ისე "მილიტარისტულ იაპონიაზე", და ასევე გამოთქვა იმედი, რომ შეძლებს სი ძინპინთან ამ ზეიმების კულუარებში სამიტის გამართვას.

"ვუგზავნი მოკითხვას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს, ჩვენს დიდ მეგობარს. ველით მას რუსეთში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად. ერთად აღვნიშნავთ ამ იუბილეს, ფაშისტურ გერმანიაზე და მილიტარისტულ იაპონიაზე გამარჯვებას" - თქვა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics