20:10 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-13 15:25:41, 1584 ნახვა

სხვადასხვა
სასტუმრო „ROOMS“ -ში ხვალ თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი 2016 გაიხსნება

მიმდინარე წლის 14 მარტს, 12 საათზე, სასტუმრო „ROOMS“ -ში თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი 2016 გაიხსნება. ღონისძიება არის რიგით მეორე საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი, რომლის ორგანიზებაც ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის“ (GISS) მიერ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ფორუმის ფარგლებეში აღმოსავლეთ პარტნიორობისა (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა, სომხეთი, ბელარუსი) და ევროპის (პოლონეთი, ლიტვა, ესტონეთი, შვედეთი) ქვეყნების ახალგაზრდა ლიდერებს უმასპინძლებს, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნული ქვეყნების სამთავრობო უწყებებს, არასამთავრობო სექტორსა, კვლევით და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

სამდღიანი ფორუმის განმავლობაში ახალგაზრდა ლიდერებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს მიერ განვლილ ტრანსფორმაციულ პროცესებს, დაამყარონ მნიშვნელოვანი კონტაქტები და ერთამნეთს გაუზიარონ სამომავლო გეგმები. აღნიშნული ფორუმი ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და ტრანსფორმაციული პროცესების შესახებ გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას. ასევე, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების მთავრობების, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

17 აპრილს, ფორუმის მეორე ეტაპზე მონაწილეები გაემგზავრებიან შვედეთში, ქალაქ სტოქჰოლმში. ვიზიტის განმავლობაში შეხვედრები დაგეგმილია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტებში. მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ადგილობრივ პოლიტიკოსებს, ისაუბრონ შვედეთის რეფორმებზე, საგარეო ურთიერთობებსა თუ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი“ (GISS) კვლევითი ორგანინზაციაა (Think Tank), რომლის მიზანია უსაფრთხოების, კონფლიქტის, საგარეო ურთიერთობების, რეგიონალური პოლიტიკის საკითხების ანალიზი და ახალგაზრდა ლიდერების განვითარებაზე გათვლილი პროექტების განხორციელება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics