15:42 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-13 10:28:39, 638 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტთა უფლებების ლიგა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სტუდენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ისინი დადებითად აფასებენ  საქართველოს პრემიერ-მინისტრის,  გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას და მიიჩნევენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე და ობიექტური, ასევე უნივერსიტეტში უზრუნველყოფილი იყოს მიმდინარე პროცესების დამოუკიდებლობა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა იყოს ავტონომიური, მასში მიმდინარე პროცესები კი მაქსიმალურად გამჭირვალე. თითოეული უნივერსიტეტი უნდა იყოს სტუდენტებზე ორიენტირებული და აკმაყოფილებდეს მათ მოთხოვნებს.

დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის დაძაბული ვითარება. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა მოვუწოდებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ მაქსიმალურად მოხდეს სტუდენტების მოთხოვნების დაკმაყოფილება და ამ პროცესების მშვიდობიანი გზით გადაჭრა.

ჩვენ, მხარს ვუჭერთ სტუდენტთა მოთხოვნებს და ვფიქრობთ, რომ თითოეული სტუდენტის უფლება უნდა იყოს დაცული.'' - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics