|
2016-03-12 20:41:43, 744 ნახვა
სამართალი
თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს ხვდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში სტუდენტებს ხვდება. სანიკიძე აცხადებს რომ ის დაელაპარაკება სტუდენტებს, რექტორს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. "აქ იმიტომ მოვედი, რომ გადმომცეს, სტუდენტები მზად არიან ჩემთან შესახვედრად. ჩვენ დაველაპარაკებით სტუდენტებს, რექტორს, ადმინისტრაციას", - განაცხადა სანიკიძემ. თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრაზე, ასევე იმყოფება უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა. ის მინისტრის უნივერსიტეტში მისვლას მიესალმება. "მინისტრი განათლებისა და მეცნიერების სფეროს კურირებს. უნივერსიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მისი მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანო კი სამინისტროა. როცა უნივერსიტეტში ხდება ის, რაც ხდება, მოვლენების მიმართ მინისტრის ინტერესი ბუნებრივია", - განაცხადა ლადო პაპავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)