22:34 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 14:40:27, 548 ნახვა

მსოფლიო
სომხეთში საბოლოოდ დაუჭირეს მხარი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას

სომხეთში მეორე და ბოლო მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“.

“ბრიუსელში ელოდებიან მეორე მოსმენას კანონპროექტის „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ რეაგირება”, – ამის შესახებ 24 მარტს, ეროვნული ასამბლეის ევროპული ინტეგრაციის მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის საგანგებო სხდომაზე, კანონპროექტის მეორე და საბოლოო მოსმენაზე მსჯელობისას, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოვანისიანმა, ოპოზიციური ბლოკის „სომხეთის“ დეპუტატის, არმენ გევორქიანის შეკითხვაზე პასუხად, რომელიც დაინტერესდა, არსებობს თუ არა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების ოფიციალური რეაქცია კანონპროექტთან დაკავშირებით.

ბოლო წლებში ერევანი სულ უფრო ხშირად გამოხატავს დაინტერესებას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობით, განსაკუთრებით 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ, როცა რუსეთის მიმართ ნდობა შესუსტდა. ამ ეტაპზე, სომხეთის მთავრობა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე იწყებს ამ პროცესს.

ოპოზიცია სკეპტიკურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ ევროკავშირს, თუ რეალური პოლიტიკური ნება ექნებოდა, უკვე ექნებოდა მკაფიო პოზიცია ამ საკითხზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics