14:03 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 13:21:48, 436 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები თეთრი სახლის წარმომადგენლებთან.

ვაშინგტონში მიხეილ ჯანელიძე სენატსა და კონგრესში გამართავს შეხვედრებს. მათ შორის შეხვდება საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) თანათავმჯდომარეებს.

მიხეილ ჯანელიძე ასევე გამართავს შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი კვლევითი ცენტრების  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მინისტრი ასევე სიტყვით გამოვა ატლანტიკურ საბჭოში.

დაგეგმილია მინისტრის ინტერვიუები აშშ-ის წამყვან მედია საშუალებებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics