23:49 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 17:58:05, 989 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - რუსეთში მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა 2025 წლის 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ ქვეყანა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთში არალეგალურად მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა 2025 წლის 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ ქვეყანა ან „მოაგვარონ თავიანთი სამართლებრივი მდგომარეობა“.

ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც გამოქვეყნდა სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე.

გარდა ამისა, დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ უცხოელებმა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა, რომლებიც რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ოთხ რეგიონში (დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის) ჩამოვიდნენ განკარგულების ძალაში შესვლამდე 90 დღეზე მეტი ვადით და სამუშაოდ, 2025 წლის 10 ივლისამდე უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება აივ-ინფექციასა და ნარკოტიკის მოხმარებაზე.

დოკუმენტის თანახმად, განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics